20 ნოემბერი 2024,   00:23
ვრცლად
სამი ადამიანი დაშავდა ავტო ავარიის შედეგად ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე

სამი ადამიანი დაშავდა ავტო ავარიის შედეგად ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე. დაშვებულთაგან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. სამივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა, რომელთაგან ერთ-ერთი დიდი სიჩქარით მოძრაობდა, რამაც გამოიწვია ავარია. დაშავებულები სხვადასხვა მანქანაში ისხდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას ითვალისწინებს.

დღის ამბები