09 ოქტომბერი 2024,   20:20
ვრცლად
ბელორუსი დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს არასოდეს აღიარებს

ბელორუსი დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს არასოდეს აღირებს.

ამის შესახებ განცხადება ალექსანდრე ლუკაშენკომ ევრონიუსთან ინტერვიუში გააკეთა. 

ბელორუსის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მინსკი ერთიანი სუვერენული უკრაინის მომხრეა. მისივე თქმით, ის არ ემხრობა მეზობელ ქვეყანაში ბუფერული ზონებისა და დნესტრისპირეთისა და მთიანი ყარაბაღის მსგავსი გაყინული კონფლიქტის ჩამოყალიბებას, რომელიც, თავისთავად, ფეთქებადსაშიშია.

ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ უკრაინის კრიზისში დამნაშავე რუსეთი და დასავლეთია. თუმცა, უფრო მეტ პასუხისმგებლობას დასავლეთს აკისრებს, რომელიც "მაიდანის წახალისებას" ეწეოდა.

რაც შეეხება ყირიმის საკითხს, ლუკაშენკო არ ამართლებს მოსკოვის მიდგომას და აცხადებს, რომ უკრაინის კრიზისის მოგვარება ერთ წელიწადშია შესაძლებელია. 

დღის ამბები