სანზონაში მდებარე ყოფილი კარდიოლიგიის შენობაში მცხოვრებმა პირებმა მერიასთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ მათ საცხოვრებელში ელექტროენერგიის პრობლემა მოგვარდეს, ასევე კანალიზაცია და სანიტარული პირობები მოწესრიგდეს.
ყოფილი კარდიოლოგიის შენობაში 2012 წლიდან დევნილები და სოციალურად დაუცველი ოჯახები ცხოვრობენ.
აქციის წევრების თქმით, მათ გამგეობისგან დაპირება მიიღეს, რომ პრობლემებს მოუგვარებენ, მათი განცხადებით, თუ ხვალიდან დანაპირები არ შესრულდება, აქციას განაახლებენ და შიმშილობას დაიწყებენ.