20 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
დისკრიმინაცია მუსლიმი თემის მიმართ - სასამართლომ მუსლიმების სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

ქობულეთში მუსლიმი თემის სკოლა - პანსიონი გაიხსნება. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მუსლიმების სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლომ ადგილობრივების მხრიდან დისკრიმინაცია დაადასტურა და მათ ჯარიმა ერთი ლარის ოდენობით დააკისრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ კი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებით უკმაყოფილო არიან როგორც ადგილობრივები, ასევე მუსლიმი თემის წარმომადგენლები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველაფერი უნდა გაეკეთებინა დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად.

„აღნიშნული გადაწყვეტილება არის დადებითი იმ თვალსაზრისით, რომ დისკრიმინაცია დადასტურდა,“ - განაცხადა ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილემ ტარიელ ნაკაიძემ.

დღის ამბები