20 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
მედეა ვასაძე "პატრიოტთა ალიანსის" წევრის, ზაზა ოქუაშვილის საქმის შესწავლას ითხოვს

აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი დეპუტატი მედეა ვასაძე აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას მიმართავს და მოითხოვს, რომ დაიწყოს პატრიოტთა ალიანსის წევრის ზაზა ოქუაშვილის საქმის შესწავლა.

ვასაძეს აინტერესებს, არის თუ არა ის საქართველოს მოქალაქე.

ზაზა ოქუაშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში პატრიოტთა ალიანსის სახელით მონაწილეობს და პარტიულ სიაში მეორე ნომერია.

დღის ამბები