19 ნოემბერი 2024,   23:31
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი შესაძლოა უუნარო იყოს - IDFI-ს იურისტი გიორგი დავითური

საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კურიერის პირდაპირ ეთერში IDFI-ს იურისტმა და მკვლევარმა გიორგი დავითურმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასამართლოს პლენუმი შესაძლოა იყოს უუნარო. დავითური ამბობს, რომ პლენუმის უუნარობა კიდევ უფრო ამძაფრებს საქმის პოლიტიკურ ტვირთს. 

დავითური ამბობს, რომ საზოგადოებაში არის განცდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არის დაყოფილი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. აქვე დავითური აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ვითარების სირთულე პოლიტიკოსების მხრიდან საჯაროდ გაკეთებულმა განცხადებებმა გამოიწვია. 

დღის ამბები