ზუგდიდში აფხაზეთიდან დევნილები რამდენიმე კორპუსში, გაუსაძლის ვითარებაში ცხოვრობენ. ისინი რუსთავი 2-ის ჟურნალისტებთან ყვებიან, რომ საცხოვრებელ სახლში წყალი ჩამოდის, შენობაში არ არის საპირფარეშო და დასალევი წყალი.
ამორტიზირებულ შენობაში მცხოვრებ დევნილებს თაგვები კბენენ. ისინი საცხოვრებელი ბინების მიღებას ელოდებიან, ამბობენ, რომ რიგში დგანან, თუმცა მთავრობა ატყუებთ და მათი საცხოვრებელით უზრუნველყოფაზე მუდამ უარს ეუბნება.
ავტორი: გვანცა სუთიძე.