საოკუპაციო ზოლის გასწვრივ ადამიანებს მუდმივი საშიშროების ქვეშ უწევთ ცხოვრება - რუსეთის მიერ გავლებული ე.წ. საზღვარი პირდაპირ მათ ეზოებზე გადის.
მოსახლეობას უშუალო შეხება აქვს ოკუპანტებთან და მათ არავინ იცავს. ადგილობრივების მოთხოვნის მიუხედავად, 5 თვის გასვლის შემდეგაც, ისევ არ არის ბლოკ-საგუშაგო გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ადგილზე.
„არავინ არის ჩვენი გამკითხავი,“ - ამბობენ ადგილობრივები კურიერთან საუბრისას.
საოკუპაციო ზოლთან მცხოვრებლები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. ადგილობრივები სოციალური დახმარების მოხსნასაც აპროტესტებენ და ხელისუფლებას აკრიტიკებენ.
„მდიდარს ართმევს ღარიბს აძლევს გამიგია, მაგრამ ღარიბს ართმევდეს ეს კი არ მქონდა ნანახი, ზუსტად, რომ მდიდრებს აქვთ დღეს სოციალური და ჩვენ ღარიბებს არა,“ - აცხადებს კურიერთან საუბრისას ერთ-ერთი ადგილობრივი.
ავტორი: თამარ ბაღაშვილი.