გადადგეს არალეგალური რექტორი - 6 თვიანი პაუზის შემდეგ ტექნიკური უნივერსიტეტში პროტესტი ამ სახელწოდებით განახლდა.
ადმინისტრაციულ შენობასთან პროფესორთა და სტუდენტთა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო. მოთხოვნა უცვლელია- ისინი რექტორის გადადგომას და ცვლილებებს ითხოვენ.
ტექნიკურ უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის და ფოიეში ტრანსფარანტების გაშლის მოთხოვნას, პროფესორებსა და უსაფრთხოების სამსახურს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
უნივერსიტეტში ვითარების გასაცნობად სახალხო დამცველის წარმომადგენელი მივიდა.
ომბუდსმენის განმარტებით, არჩილ ფრანგიშვილის რიგით მესამე ვადით არჩევამ უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები დაარღვია. ბრალდებებზე ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არ პასუხობს.
ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები რეაგირებისთვის რექტორს 3 დღიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი უვადო შიმშილობით იმუქრებიან.
ავტორი: სალომე ბოკუჩავა.