20 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორთა და სტუდენტთა ნაწილი კვლავ შიმშილობს

ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან პროფესორთა და სტუდენტთა ნაწილი პროტესტის უკიდურეს ფორმას განაგრძობს. სამდღიანი გამაფრთხილებელი შიმშილობა 6 თვიანი პაუზის შემდეგ განახლდა.

მოთხოვნები უცვლელია - გადადგეს სასწავლებლის რექტორი და სასწავლებელში რეფორმები ჩატარდეს.

ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები რეაგირებისთვის რექტორს 3 დღიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი უვადო შიმშილობით იმუქრებიან.

„მოთხოვნები უცვლელია, რაც აპრილის შიმშილობის დროს გვქონდა, იგივე მოთხოვნები დარჩა. ეს არის არალეგიტიმური რექტორის გადარჩევა და არალეგიტიმური აკადემიური საბჭოს გადადგომა. დაუშვებელია სამჯერ ზედიზედ ადამიანი არჩეული იყოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორად,“ - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ზაალ მიქაძემ.

დღის ამბები