ნასას მთავარი ინჟინერის საჯარო ლექცია თბილისში. ტრიშა მაკიმ ახალგაზრდებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე საკუთარი 15 წლიანი გამოცდილება გაუზიარა.
შეხვედრაზე მეცნიერმა იმ საჭირო უნარებზე და ცოდნაზეც ისაუბრა, რაც აუცილებელია ავიაკოსმოსურ საქმიანობაში.
ტრიშა მაკიმ საჯარო ლექცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაატარა.
„ნასაში მუშაობა 20 წლის ასაკში დავიწყე. მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი და ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა. ჩემი კარიერის დასაწყისში ვიყავი ინსტრუქტორი, რომელიც ასტრონავტებს კოსმოსში გადაადგილებას ასწავლიდა. ნასაში 14 წელი ვმუშაობდი ჯგუფთან, რომელიც ღია კოსმოსში აქტივობებს ახორციელებდა. მთელი ჩემი გამოცდილება გავუზიარე სტუდენტებს. ახალგაზრდებს იმ უნარებზე ვესაუბრე, რაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მუშაობისთვის და ცხოვრებისთვისაა საჭირო,“ - განაცხადა ტრიშა მაკიმ.