"ნუ ეშინიათ!" - ეს სიტყვები იმ განცხადების ნაწილია, რომელიც აუდიტორია 115-ის წარმომადგენლების განცხადებების შეფასებისას განათლების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და თსუ-ს რექტორობის კანდიდატმა, გია შარვაშიძემ, გააკეთა.
შარვაშიძე ამბობს, რომ მას ნამდვილად ახსოვს, "წლების წინ უნივერსიტეტში როგორი იყო "პრესინგი", მაგრამ ის ამბობს, რომ ეს აღარ განმეორდება.
შარვაშიძე გეგმავს, რომ ყველა დაინტერესებულ მხარეს შეხვდეს.
"გემოვნების საკითხია, ყველას არ მოეწონები. ასე მოჭრით ვერ ვიტყოდი, რომ სტუდენტებს არ მოვწონვარ. არის ჯგუფი, რომელიც ასე ფიქრობს და არის ძალიან დიდი ჯგუფი, სადაც
სხვანაირად ფიქრობენ. მე მზად ვარ, შევხვდე ყველა დაინტერესებულ მხარეს. მე შემიძლია, ახლავე დავდო პირობა, რომ უნივერსიტეტს ექნება ძლიერი ღია მმართველობა. არავინ არ შემოვა უნივერსიტეტის მმართველობაში, ნუ ეშინიათ!," - განაცხადა შარვაშიძემ.
ავტორი შოთა კიკნაძე