2011 წლის 26 მაისის საქმეზე პროკურატურის მიერ რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნისთვის ბრალდებულად ცნობას ნაციონალურ მოძრაობის წევრი, გიორგი გაბაშვილი, გამოეხმაურა და მას "არჩევნებამდე ამ თემით მანიპულირება" უწოდა.
„პროკურატურის ის ბრიფინგი ადასტურებს იმას, რაც ჩვენ ისედაც უკვე ძალიან კარგად ვიცით, რომ ივანიშვილის და მის გუნდს არაფერი არ აქვს სათქმელი არც აწმყოზე, არც მომავალზე, არც იმაზე, როგორ დაეხმარება ხალხს და, შესაბამისად, მანიპულირებენ ისევ დაპირისპირებით. უნდათ საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივება. მანიპულირებენ ძველი თემით და ამისთვის იყენებენ პროკურატურას. ეს არის ერთდერთი, რასაც ეს ბრიფინგი ემსახურებოდა და მეორეც, არავის არ სჯერა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ოპერატორის მიერ გადაღებული მასალა დღეს, 7 წლის მერე აღმოაჩინა პროკურატურამ. ეს არის არჩევნებამდე 18 დღით ადრე მანიპულირება თემით მაშინ, როცა არაფერი არც აწმყოზე და არც მომავალზე ივანიშვილის გუნდს სათქმელი არ აქვს,“ - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.
პროკურატურამ 2011 წლის 26 მაისის საქმეზე დავით ახალია, ვასილ ლელუაშვილი, რევაზ შიუკაშვილი და ლევან ქარდავა ბრალდებულებად სცნო.
ავტორი: ანა წერეთელი