20 ნოემბერი 2024,   00:21
ვრცლად
შიმშილობის მეორე დღე - ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორთა და სტუდენტთა ნაწილი პროტესტს განაგრძობს

ტექნიკურ უნივერისტეტში მეორე დღეა, პროფესორთა და სტუდენტთა ნაწილი შიმშილობს. ისინი რექტორის გადადგომას ითხოვენ და ადმინისტრაციის პასუხს ელოდებიან.

აქციის მონაწილეები განმარტავენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კიდევ ერთ დღეში რექტორი რეაგირებას არ მოახდენს, ისინი მასშტაბურ საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.

მოშიმშილეთა მთავარი მოთხოვნა უცვლელია - გადადგეს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და კანცლერი. ასევე შეიცვალოს აკადემიური საბჭოს წევრები.

 „უნდა გადადგეს არალეგიტიმური რექტორი, უნდა გადადგეს არალეგიტიმური კანცლერი და უნდა დაიშალოს აკადემიური საბჭო. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოგვემატებიან თანამოაზრეები, მოშიმშილეები და უფრო გავზრდით მასშტაბებს,“ - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელმა, ფირელ კობიაშვილმა.

აქციის მონაწილეებს დღეს ტექნიკურ უნივერისტეტში უპასუხეს და განმარტეს, რომ რექტორი მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით რექტორი რეაგირებას არ აპირებს.

 

 

ავტორი: სალომე ბოკუჩავა

დღის ამბები