ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სახალხო დამცველთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ უჩა ნანუაშვილმა საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბა, როდესაც გასცა რეკომენდაცია ტექნიკურ უნივერისტეტში რექტორის დანიშვნასთან დაკავშირებით, რადგან საკითხი იყო ცალმხრივად შესწავლილი და სახალხო დამცველს რეკომენდაცია სასამართლო პროცესების პარალელურად არ უნდა გაეცა.
უჩა ნანუაშვილი ტექნიკური უნივერსიტეტის ბრალდებებს უარყოფს.
„ჩვენ საქმის შესწავლის დროს ყველა ის დოკუმენტი მოვიძიეთ, რომელიც უშუალოდ იყო დაკავშირებული საქმესთან. გამოთხოვილი იყო არაერთი მასალა და, შესაბამისად, ამ მასალების შესწავლის საფუძველზეა დამზადებული დასკვნა. კანონით არის დაშვებული სახალხო დამცველის საქმიანობა და არავის არ აქვს უფლება, ჩვენ რაღაც მიგვითითოს. ჩვენ ჩვენი მანდატის ფარგლებში ვმოქმედებდით და ვიმოქმედებთ," - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ავტორი: სალომე ბოკუჩავა