09 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
ლატვია ახალ პარლამენტს ირჩევს

ლატვია ახალ პარლამენტს ირჩევს. საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით დილის 8 საათზე გაიხსნა. ას ადგილიან პარლამენტში მანდატების მოსაპოვებლად 13 პოლიტიკური პარტია და გაერთიანება იბრძვის.

ექსპერტების პროგნოზით, სრულ უმრავლესობას ვერცერთი პოლოტიკური ძალა ვერ მიიღებს, ამიტომ გამარჯვებულ ძალას კოალიციის შექმნა მოუწევს.

გამოკითხვების თანახმად, ხმების დიდ ნაწილს სოციალ-დემოკრატები მიიღებენ.

არჩევნების წინასწარ შედეგებს ლატვიის ცენტრალური საარჩევნო კომისია გვიან ღამით გამოაცხადებს

დღის ამბები