20 ნოემბერი 2024,   00:29
ვრცლად
ბათუმში თურქული სკოლა გაიხსნა, რომელიც თურქეთის დაქვემდებარებაშია

ბათუმში თურქული სკოლა გაიხსნა. სწავლება თურქულ ენაზე მიმდინარეობს და თურქეთის განათლების სისტემის დაქვემდებარებაშია. სკოლაში ამ დროისათვის 170-მდე მოსწავლე სწავლობს. ისინი თურქეთის მოქალაქეები არიან.

გახსნას საქართველოს მთავრობის წევრები არ ესწრებოდნენ.

„ეს სკოლა ექვემდებარება ჩვენს საელჩოს და მხოლოდ თურქეთის მოქალაქეებს ემსახურება. ამ ეტაპზე გვაქვს 22 საკლასო ოთახი და 25 მასწავლებელი გვყავს. ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობები ღრმავდება და ამას ვაკეთებთ განათლებაშიც. ასევე თურქეთშიც შესაძლოა გაიხსნას ქართული სკოლა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს მოემსახურება,“ - გნაცხადა თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში იასინ თემიზქანიმ.

არსებული ინფორმაციით, შენობას შესაბამისი სამსახურისაგან ნებართვა არა აქვს და ის რამდენჯერმეა დაჯარიმებული.

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის თქმით, სკოლა ისე გაიხსნა, რომ მოლაპარაკებები დასრულებული არ იყო და მისი თქმით, სანამ სრულად არ იქნება დაცული კანონმდებლობა, სკოლამ დროებით უნდა შეაჩეროს ფუნქციონირება.

დღის ამბები