20 ნოემბერი 2024,   00:18
ვრცლად
დაპირისპირება ტექნიკურ უნივერსიტეტში - ხელმძღვანელობა აქციებს მართულს უწოდებს

ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებზე სამართალდამცველებმა მოკვლევა დაიწყეს. უწყებას აკადემიურმა საბჭომ უკვე გადაუგზავნა ყველა საჭირო დოკუმენტაცია. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა თვლის, რომ მიმდინარე აქციები მართულია. 

პარალელურად, უნივერსიტეტის თანამშრომლები რექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობას განაგრძობენ.

არჩილ ფრანგიშვილის რექტორად მესამე ვადით არჩევას მესამე სექტორი აპროტესტებს, არასამთავრობოების განცხადებით, აკადემიურმა საბჭომ განათლების შესახებ კანონი დაარღვია.

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი სახალხო დამცველს რეკომენდაციის გამო აკრიტიკებს. არჩილ ფრანგიშვილისთვის გაუგებარია სასამართლო პროცესების პარალელურად, რატომ გასცა რექტორის დანიშვნასთან დაკავშირებული რეკომენდაცია უჩა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველმა განათლების სამინისტროს და უნივერსიტეტს ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე მიუთითა და რიგით მესამედ ფრანგიშვილის დანიშვნა უკანონოდ მიიჩნია. 

ავტორი სალომე ბოკუჩავა




დღის ამბები