19 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
ქარიშხალი და მოგლეჯილი ხეები ყვარელში - მრავალწლოვანი ნაძვი საცხოვრებელ სახლს დაეცა

დილიდან განახლდება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ყვარელშიც, სადაც ქარმა მრავალწლიანი ნაძვები მოგლიჯა.

ჭავჭავაძის ქუჩაზე ხეები მაღაზიასა და ერთ-ერთი ადგილობრივის სახლს დაეცა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარი ნაციონალური მოძრაობის თელავი - ყვარლის მაჟორიტარობის კანდიდატსა და გამგებლის მოადგილეს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა.

გიორგი ბოტკოველის თქმით, ინციდენტს ქუჩაზე მიმდინარე მოასფალტებისა და შიდა კომუნიკაციების გაყვანის სამუშაოებმა ხელი შეუწყო.

„ძალიან ბევრჯერ მომხდარა სტიქია და ხეებიც მოგლეჯილია, მაგრამ აქ არის საუბარი იმაზე, რომ წელიწადი და 7 თვე სჭირდება 1,200 კილომეტრი გზის გაკეთებას, რომლის გაკეთების დროსაც გათხრილია გვერდები, სადაც ხეებს აქვთ ძირები გამოცლილი. რამდენი ხანია უკვე გაჩერებულია ეს სამუშაოები. პასუხისმგებლობას რა თქმა უნდა ვაკისრებ როგორც დამკვეთს, ანუ მუნიციპალიტეტს, ასევე შემსრულებელ კომპანიას,“-განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თელავი-ყვარლის, #27 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა.

ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს გამგებლის მოადგილე. ოთარ ბუჯიაშვილი ამბობს, რომ კომპანია სამუშაოებს ასრულებს და ხეების წაქცევა არა გზის სამუშაოებმა, არამედ  სტიქიამ გამოიწვია.

დღის ამბები