ზარალს ითვლიან ოზურგეთის რაიონშიც, სადაც სტიქიამ მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. პირველადი მონაცემებით, ზარალი ნახევარ მილიონ ლარს აღწევს.
ძლიერი წვიმისა და ქარის გამო ათობით სახლი სახურავის გარეშე დარჩა. დაიტბორა პირველი სართულები. ყველაზე დიდი ზარალი სოფელ ბოხვაურს მიადგა. აქ წაქცეულია ხეებიც, რის გამოც დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები.
„ყველაზე მძიმე მდგომარეობაა სოფელ ბოხვაურში, სადაც 25-მდე სახლის სახურავებია დაზიანებული, ასევე დამხმარე ნაგებობები რამდენიმე ადგილას, სადაც ხეებია დაცემული. მიმდინარეობს ზარალის დათვლა, ჩვენი სამსახურები მუშაობენ,“-აცხადებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე.