19 ნოემბერი 2024,   23:26
ვრცლად
ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის 700-მდე აბონენტი

კახეთში, უამინდობის გამო, ელექტროენერგია 19 ათასამდე აბონენტს არ მიეწოდებოდა. უამინდობამ ელქტროენერგიის მიწოდებას პრობლემები თელავის, გურჯაანის, საგარეჯოს, ყვარელის, სიღნაღის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში შეუქმნა. დაზიანდა საშუალო და დაბალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები.

დაზიანებები უკვე აღმოფხვრილია თელავის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში. ამ დროისთვის, 18 ათასს აბონენტს უკვე აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდება.

ამ ეტაპზე ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის 700-მდე აბონენტი. მათ დენი ეტაპობრივად აღუდგებათ. 

დღის ამბები