19 ნოემბერი 2024,   23:18
ვრცლად
35 დღე სამხედროების დაკარგვის შემდეგ - მშობლები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ

35 დღე შტორმში სამხედროების დაკარგვის შემდეგ. იაგო შარაძისა და გიორგი ნანიტაშვილის ოჯახის წევრები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ინტენსიური სამძებრო სამუშაოების აღდგენას ითხოვენ.

ლადო შარაძე უშედეგოდ ელოდება, რომ ზღვა მისი შვილის ცხედარს გამორიყავს. სამხედრო სწავლებისას დაკარგული ჯარისკაცების ოჯახის წევრების განცხადებით, ინტენსიური ძებნა თავდაცვის სამინისტრომ შეწყვიტა.

იაგო შარაძისა და გიორგი ნანეტაშვილს მშობლები ითხოვენ, რომ მათი შვილები დაკარგულებად არ გამოცხადდნენ და ინტენსიური ძებნის პროცესი აღდგეს. მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე ძიება არ დასრულებულა, ოჯახისთვის ახალი დეტალები ცნობილი არ არის.

დაკარგულების მშობლები მომხდარს ინსტრუქტორების არაპროფესიონალიზმს აბრალებენ, თავდაცვის სამინისტროს კი მათ მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

სახელმწიფოს დაკარგული ჯარისკაცების საქმესთან დაკავშირებით უყურადღებობაში ყოფილი თავდაცვის მინისტრიც ადანაშაულებს. თინა ხიდაშელის განმარტებით, საქართველოს პრემიერმინისტრმა და მოქმედმა თავდაცვის მინისტრმა არ შეასრულეს დაპირება, რომ მიუხედავად ჩატარებული ცერემონიალისა, ჯარისკაცების ძებნა გაგრძელდებოდა.

დღის ამბები