მესამე სექტორის ანგარიში ქვეყანაში მედია თავისუფლებასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციაზე მორიგი თავდასხმის მიზეზი გახდა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ დასკვნა გამოაქვეყნა, რომელიც 4 წლიან პერიოდს მოიცავს.
ყველაზე მწვავედ არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან ანგარიშში ანტი დასავლური მედიის გააქტიურება საქართველოში და რუსთავი 2-ის საქმეა შეფასებული, რომლის უკან არასამთავრობოები პოლიტიკურ დაინტერესებას ასახელებენ.
მმართველი გუნდი არასამთავრობო ორგანიზაციას ანგარიშის გადახედვას ურჩევს. ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერმა დღეს ორგანიზაციის წევრები არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა.
ავტორი ნატა მახვილაძე