19 ნოემბერი 2024,   23:37
ვრცლად
"თელასის" თანამშრომელი სამსახურიდან ხელისუფლებასთან საჯარო დაპირისპირების გამო გაათავისუფლეს

დევნილებთან გამართული წინასაარჩევნო შეხვედრა, რომელიც 5 სულიანი ოჯახის უფროსისთვის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი გახდა. ოფიციალური განმარტებით, თელასში დასაქმებული ზვიად ნებიერიძე სამსახურიდან ალკოჰოლის მიღების გამო გაუშვეს. თუმცა, როგორც ნებიერიძეები აცხადებენ ,3 შვილის მამა მას შემდეგ დაითხოვეს, რაც მთავრობის მეთაურს შეუსრულებელი დაპირებების გამო, საჯაროდ დაუპირისპირდა.

თელასში ამბობენ, რომ ამ დაპირისპირების შესახებ მათთვის ცნობილი არ ყოფილა და გადაწყვეტილების საფუძველი მხოლოდ ალკოჰოლის ზემოქმედება შეიძლება გამხდარიყო. გათავისუფლების ბრძანება ამ ეტაპზე ხელმოწერილი არ არის.

ქართულ ოცნებაში განმარტეს, რომ ბრალდებები აბსურდულია და კახი კალაძე კომენტარს არ გააკეთებს. ნაციონალური მოძრაობა კი ირწმუნება, რომ ნებიერიძეების შევიწროება მათი პოლიტიკური ნიშნით ხდება და სწორედ წეროვანში გამართულ შეხვედრას უკავშირდება.

ზვიად ნებიერიძე და მისი ცოლიც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები არიან. ოჯახში ამბობენ, რომ ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებზე ისინი ქართული ოცნების შტაბში იყვნენ.

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი, შოთა დიმიტრიშვილი.

დღის ამბები