ლევილის მამული საქართველოს დღეს ოფიციალურად გადმოეცემა. დოკუმენტს ხელს მთავრობის მხრიდან დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე მოაწერს, ფრანგული მხარიდან კი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრთა ოჯახების წარმომადგენლები.
ლევილის მამულის დასაბრუნებლად აქტიური მოლაპარაკებები 7 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ლევილის მამულის რეაბილიტაციისთვის არსებობს ათ წლიანი გეგმა, რომელზეც 5 მილიონზე მეტი ევროა გათვალისწინებულია.