20 ნოემბერი 2024,   00:22
ვრცლად
თსუ-ში აკადემიურმა საბჭომ რექტორობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო

რამდენიმე საათში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ეყოლება. არჩევანი სამ კანდიდატს შორის აკადემიური საბჭოს 36-მა წევრმა უნდა გააკეთოს.

კენჭის ყრა დღის ორი საათისთვის დაიწყება, თუმცა აკადემიური საბჭოს წევრებმა შეკრება უკვე დაიწყეს. ისინი პირველ ეტაპზე რექტორობის კანდიდატებს გაესაუბრებიან.

პირველი კანდიდატი, ვისაც აკადემიური საბჭოს წევრების კითხვებზე პასუხის გაცემა უწევს, გიორგი ბარამიძეა. ის უნივერსიტეტის განვითარების საკუთარ სტრატეგიაზე ისაუბრებს.

„ძალიან ბევრი კითხვაა დაგროვებული უნივერსიტეტში. პრობლემებიც არის რა თქმა უნდა. სამივე კანდიდატს დაუსვამენ ამ კითხვებს იმიტომ, რომ საინტერესოა მათი ხედვა. თუმცა, მათ კონცეფცია და ხედვა უკვე წარმოადგინეს, მაგრამ იქ არის რაღაც დეტალები, რასაც ვერ განიხილავ ერთ კონცეფციაში“ - განაცხადა აკადემიური საბჭოს წევრმა ნოდარ ბელქანიამ.

რექტორის თანამდებობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის. განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე გია შარვაშიძე, უნივერსიტეტის პროფესორი ცირა ბარამიძე და პროფესორი გიორგი ბარამიძე. 

დღის ამბები