თელავი ქართული ღვინის კვირეულს მასპინძლობს. კვირეულის პირველ დღეს, იყალთოში ქვევრის სკოლა-სახელოსნო გაიხსნა.
სასწავლებელში სახელოსნოსთან ერთად ფუნქციონირებს მუზეუმი და ბიბლიოთეკა. სტუდენტები ქვევრისა და ღვინის ჭურჭლის დამზადების ტრადიციულ მეთოდებს შეისწავლიან.