20 ნოემბერი 2024,   00:32
ვრცლად
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხმის მიცემის პროცესი დაიწყო. არჩევანი სამ კანდიდატს შორის აკადემიური საბჭოს 36-მა წევრმა უნდა გააკეთოს. რექტორის თანამდებობისთვის განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე გია შარვაშიძე, უნივერსიტეტის პროფესორი ცირა ბარამიძე და პროფესორი გიორგი ბარამიძე იბრძვიან. 

შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემის დაწყებამდე, დღეს აკადემიურმა საბჭომ სამივე კანდიდატს მოუსმინა.  

არჩევნები ოფიციალურად 16:00 საათზე დასრულდება.

დღის ამბები