19 ნოემბერი 2024,   23:25
ვრცლად
ძალიან სამწუხაროა, როდესაც კონკრეტული ადამიანები თავის პირად ინტერესს აყენებენ უფრო მაღლა - ალექსანდრე ჯეჯელავა

ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციებს დღეს განათლების მინისტრი გამოეხმაურა. ალექსანდრე ჯეჯელავა აქციის მონაწილეების პირად ინტერესებზე მიუთითებს.

მინისტრის განცხადებით, როცა ბრალდებები არჩევნების პროცესის კანონდარღვევას ეხება, მნიშვნელოვანია მხარეები სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდონ.

"ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, როდესაც კონკრეტული ადამიანები თავის პირად ინტერესს აყენებენ უფრო მაღლა, ვიდრე სტუდენტების ინტერესს, ქვეყნის და საგანმანათლებო სისტემის ინტერესს. მე ვთვლი, რომ კანონის დარღვევის ნებისმიერ ფაქტზე, მათ შორის არჩევნებს შეეხება ეს თუ სხვა რამეს, გვაქვს სასამართლო და სასამართლომ უნდა დაადგინოს,“ - განაცხადა ჯეჯელავამ.   

დღის ამბები