თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნების ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა. საარჩევნო კომისია იწყებს ბიულეტენების გადათვლას და გამოავლენს გამარჯვებულ კანდიდატს.
აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. მანამდე, საბჭოს წევრებმა საკუთარი არჩევანის შესახებ ისაუბრეს.
"კანდიდატებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ფაკულტეტის წარმომადგენლებსაც შეხვედრილიყვნენ. მე ფაკულტეტზეც დავესწარი ვინაიდან, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია სიღრმისეულად გაგვეგო, რა ტიპის შემოთავაზებები ჰქონდათ კანდიდატებს. რა თქმა უნდა, ჩემი პრეფერენციები ჩამომიყალიბდა, კონცეფციას გავეცანი ძირეულად. ერთ-ერთ კანდიდატს ჰქონდა ბევრად უფრო დეტალურად გაწერილი, არა მხოლოდ კონცეფციები და ზოგადი სურვილები, არამედ კონკრეტული სამოქმედო გეგმაც,“ - განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრმა ირინა ქურდაძემ.