მიუხედავად იმისა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორობის არჩევნებში გამოვლენილი კანდიდატი არ არის, სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს და აუდიტორია 115-ის წევრებს საკუთარი პოზიციები აქვთ მათ მიმართ.
ისინი კატეგორიული წინააღმდეგები არიან გია შარვაშიძის და ამბობენ, რომ ის იყო სამ გზის მინისტრის მოადგილე და შესაძლოა გავლენა ჰქონდეს სახელმწიფოსგან და უნივერსიტეტის დამოუკიდებლობას შეუქმნას საფრთხე.
“ჩვენ ვადევნებთ საარჩევნო პროცესს თვალყურს, ველოდებით პროცესების განვითარებას. სავარაუდო დამთავრდება ეს დღე იმით, რომ ბატონი გიორგი შარვაშიძე მოიგებს არჩევნებს და გახდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი“ - განაცხადა აუდიტორია №115-ის წევრმა მარიამ ბაღდავაძემ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტის ბახვა კვირიკაშვილის თქმით, მომავალი რექტორი არ უდნა ჩაერიოს თვითმმართველობის არჩევნებში.
“პირველ რიგში რასაც მოვითხოვთ ეს არის, რომ არ ჩაერიოს მომავალი რექტორი და არც სამომავლოდ ასარჩევი კანცლერი ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებში, იყოს დემოკრატიული, პირდაპირი და გამჭვირვალე“ - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
ავტორი: გიგლა თუმანიშვილი