20 ნოემბერი 2024,   00:19
ვრცლად
"გია შარვაშიძე არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მენეჯერი," - ალექსანდრე ჯეჯელავა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატზე გია შარვაშიძეზე საუბრობს. მისი თქმით, უნივერსიტეტი შარვაშიძის ხელში ყველაზე დამოუკიდებელი და ძლიერი იქნება.

“მე ვფიქრობ  ბატონი გია შარვაშიძე არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მენეჯერი განათლების კუთხით და ამიტომ, თუ ვინმეს ხელში შეიძლება იყოს დამოუკიდებელი უნივერსიტეტი და ძლიერი, მათ შორის სამინისტროსთან ურთიერთობაში და ნებისმიერ სხვა უწყებასთან, მე მგონია, რომ ეს ასეთი რექტორი იქნება თუ აირჩევენ. სხვა კანდიდატებიც ძალიან კარგია მე ყველას მინდა წარმატებები ვუსურვო,“ - განაცხადა ჯეჯელავამ.     

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი.

დღის ამბები