რეგიონში არსებული გამოწვევები და რუსეთის რბილი ძალის გავლენა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე - ეს არის მთავარი თემა, რომელზეც საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში მსჯელობდნენ.
კონფერენციის მონაწილეების განცხადებით, აუცილებელია არსებობდეს სახელმწიფო სტრატეგია რბილი ძალის წინააღმდეგ, რომლის მოქმედების შედეგებიც სახეზეა და ამის მაგალითებად ექსპერტები ანტი დასავლური მედია საშუალებების დაფინანსების ზრდას ასახელებენ.
„საქართველოს სახელმწიფომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში უნდა შეწყვიტოს რუსული რბილი ძალის აგენტების დაფინანსება და ხელშეწყობა,“- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სალომე სამადაშვილმა.