ნინო ქათამაძის სიმღერის ფონზე გერმანელმა ტანმოვარჯიშემ, ჟანა ბერეზკომ, საკუთარი ნომერი რიოში წლევანდელ ოლიმპიადაზე შეასრულა. თუმცა ეს ფაქტი, ქართველი მუსიკოსისთვის შემთხვევით, სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ნახევარსაათიან ვიდეოს 4 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
თუ ვინ და რატომ გამოიყენა უნებართვოდ ნინო ქათამაძის სიმღერა რიოში ოლიმპიურ თამაშებზე, ამას საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია არკვევს.
რა რაოდენობის თანხის გადახდა მოუწევს გერმანელ სპორტსმენს ქართველი მუსიკოსისთვის, რამდენიმე კვირაში გაირკვევა.
ავტორი: ანუკა ელიზბარაშვილი.