სოფელ სამღერეთის მოსახლეობის ნაწილი გამგებელს ზეწოლაში ადანაშაულებს. ოპოზიციის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ პოლიტიკური კუთვნილების გამო ისინი სოციალური დახმარების გარეშე დარჩნენ.
მარად შავაძე ზეწოლაში თამაზ ზურაბიანს ადანაშაულებს. შავაძე ყვება, რომ სოფელ სამღერეთის გამგებელი მას შემდეგ დაემუქრა, რაც ნაციონალური მოძრაობის მხარდასაჭერ შეხვედრაზე მივიდა. მურად შავაძე ასევე ამბობს, რომ ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, რაც მის მიმართ მუქარა განხორციელდა.
სოციალური დახმარების შეჩერებაზე საუბრობს სოფლის კიდევ რამდენიმე ოჯახი. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, ჭივჭავის თემში მცხოვრები ის პირები, რომლებიც სოციალური დახმარების შეჩერებაზე საუბრობენ, ფულადი დახმარებას ამ დრომდე იღებენ.
ოპოზიცია ადგილობრივ ხელისფულებისგან ზეწოლის შეჩერებას და არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩტარებას მოითხოვს.
ავტორი: ვანო გავაშელი.