19 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
პირველი ლედი პანკისის ხეობაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროგრამების მიმდინარეობას გაეცნო

პირველი ლედი პანკისის ხეობას ესტუმრა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პანკისის ხეობის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სხვადასხვა საგანმანათლებლო და დასაქმების ხელშემწყობი პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.

მაკა ჩიჩუამ სოფელ დუმასტურში პროექტის „ჩვენ საქართველოს შვილები ვართ” დღის ცენტრი მოინახულა, რომლის ბენეფიციარები პანკისის ხეობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბავშვები არიან.

მაკა ჩიჩუამ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სოფელ დუისში ჭიდაობის დარბაზიც მოინახულეს და საწვრთნელ ჩვენებას დაესწრნენ, რომელშიც სოფელში მცხოვრები 100-მდე ბავშვი ძიუდოს ეუფლება.

პირველმა ლედიმ პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოსთანაც გამართა შეხვედრა.

დღის ამბები