ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეთში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმა თბილისში ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს.
ისინი უწყებას მათი შრომითი უფლებების დაცვას სთხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, დამსაქმებელი ჩინური კომპანია არღვევს მათ უფლებებს, მათ შორის დასვენების, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების და უსაფრთხო პირობების წესებს.
შეკრებილებმა გარემოს დაცვის სამინისტროსაც მიმართეს და ჩინური კომპანიის მიერ გარემოს დაბინძურების ფაქტების შესწავლა მოსთხოვეს.
აქციის მონაწილეებს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ.
შეკრებაში მონაწილეობა მაჟორიტარობის კანდიდატმა, ირაკლი პეტრიაშვილმაც, მიიღო.