თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ერიკ ბენეს კონცერტი გაიმართა. მომღერალი და კომპოზიტორი ქართველი მსმენელის წინაშე ბენდთან ერთად სპეციალური პროგრამით წარდგა.
ამერიკელმა ვარსკვლავმა ძველი და ახალი ჰიტები შეასრულა. გრემის 4-გზის ნომინანტი მუსიკოსი ქართველი მსმენელისთვის დღეს კიდევ ერთ კონცერტს სასტუმრო რუმს თბილისში გამართავს.
49 წლის ერიკ ბენე საქართველოში სოლოს ორგანიზებით ჩამოვიდა.