19 ნოემბერი 2024,   23:36
ვრცლად
კუმისის მოსახლეობა ხელისუფლებას ცენტრალურ გზაზე ავარიული სიტუაციების პრევენციას სთხოვს

კუმისის მოსახლეობა ხელისუფლებას ცენტრალურ გზაზე ავარიული სიტუაციების პრევენციას სთხოვს.

ადგილობრივების განცხადებით, მმართველი გუნდის დაუდევრობის გამო, გუშინ 25 წლის გოგო ავტოავარიაში დაიღუპა. მათივე ინფორმაციით, მსგავს შემთხვევას იმავე ადგილას ერთი თვის წინ ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე შეეწირა.

მოსახლეობა ხელისუფლებას რეაგირებისთვის 10 დღის ვადას აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გზის გადაკეტვას გეგმავენ.

დღის ამბები