პრემიერ-მინისტრი თელავში რთველი2016-ის საკოორდინაციო შტაბში იმყოფებოდა. გიორგი კვირიკაშვილმა რთველის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია სოფლის მეურნეობის მინისტრისა და შტაბის ხელმძღვანელისგან მოისმინა.
ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონში 65 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული.
ამ დროისთვის პრემიერი გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში კახური ტრადიციული მეღვინეობის სპირტის ქარხანაში იმყოფება.