19 ნოემბერი 2024,   23:26
ვრცლად
"ქართული ოცნების" წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რაიონის ბიზნესმენებს შეხვდა

ქართული ოცნების წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ცოტნე ზურაბიანი  რაიონის ბიზნესმენებს შეხვდა.

შეხვედრას, რომელიც მმართველი პარტიის ინფორმაციით, ბიზნესმენების ინიციატივით შედგა, მეწარმეებთან ერთად ესპანელი ეკონომისტი ხოსე გომეზ რუიზიც დაესწრო.

ზურაბიანმა შეკრებილებს წყალტუბოს საინვესტიციო გარემო და რეგიონის განვითარების კონცეფციის შესახებ საკუთარი გეგმა წარმოუდგინა.

მასში მნიშვნელოვანი ნაწილი საინვესტიციო პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას უჭირავს.

„არის მზაობა, არის თანამშრომლობის დიდი სურვილი და ჩვენ სწორედ აქ ვხედავთ ჩვენ ადგილს, რომ ბიზნესმენების მაქსიმალური ხელშეწყობა მოვახდინოთ,“ - აღნიშნა ცოტნე ზურაბიანმა.

დღის ამბები