განახლებული დავით აღმაშენებლის გამზირი დღეს გაიხსნება. თბილისის მერიის პროექტ ახალი ტფილისის ფარგლებში, მარჯანიშვილის მოედნიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთში სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.
გახსნის ცერემონია აღმაშენებლის 59-ში მოწყობილ ვერტიკალურ მწვანე კედელთან გაიმართება. სპეციალურად ამ დღისთვის დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიება. პირვანდელი სახით აღდგა 47 ისტორიული შენობა, რომელთა შორის 38 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
„ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობდა მუშაობა. პრაქტიკულად 8 თვის განმავლობაში ყველა ძირითადი სამუშაო შესრულდა, რაც ჩვენ გათვალისწინებული გვქონდა. ტურისტულად, ვიზიტორებისთვის უფრო მიმზიდველი ადგილი მივიღეთ და ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან სერიოზული შემოსავლების თვალსაზრისითაც ძალიან სერიოზული შემოსავლების მომტანი იქნება,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.