19 ნოემბერი 2024,   23:25
ვრცლად
საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში "საგურამო-ჰესი" უკვე ჩართულია

საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში საგურამო-ჰესი უკვე ჩართულია - ახალი ჰიდრო-ელექტროსადგურის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი, რომელსაც პრემიერმინისტრი და მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ ცოტა ხნის წინ დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჰიდრო-ელექტროსადგური მწვანე ჰესის უმაღლესი ხარისხის ტექნოლოგიის მიხედვით აშენდა და მასში 11 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.

ახალი ჰესი ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სათავე ნაგებობებისა და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას უზრუნველყოფს, რაც თბილისის წყალმომარაგების კიდევ ერთი გარანტი იქნება.

„ეს პროექტი არის გამოცდილ, ევროპელ პროფესიონალებთან ერთად, წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი დადებითი მაგალითი და გახლავთ ნამდვილად ახალი სიტყვა საქართველოს ენერგოსისტემაში. მე დარწმუნებულ ვარ, რომ ეს პროექტი ქვეყნის მიმზიდველ, ეკონომიკურ გარემოსთან ერთად, იქნება მნიშვნელოვანი სტიმული ახალი პროექტების განსახორციელებლად,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამავე თემაზე კომენტარი გააკეთა ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმაც. 

„ჩვენ აქტიურ მუშაობს ვაგრძელებთ, რათა ჩვენი სექტორი უფრო მიმზიდველი გავხადოთ ინვესტორებისთვის, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ახალი პროექტების განხორციელებას,“ - აღნიშნა ილია ელოშვილმა. 

დღის ამბები