ხელოვანების ნაწილი ნიკა რურუას მხარდასაჭერად გაერთიანდა. ნაციონალური მოძრაობის მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის საარჩევნო შტაბში რამდენიმე მხატვარმა საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინა.
ექსპოზიციაზე მისვლა დღის ბოლომდე ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
„მე ეს არავისთვის არ მითხოვია, და დიდი მადლობა ყველა იმ მხატვარს, ვინც საკუთარი სახლიდან მოიტანა ეს ნახატები და დაუჭირა ჩვენ ერთიან, ევროპულ და დამოუკიდებელ საქართველოს მხარი,“ - განაცხადა ნიკა რურუამ.