19 ნოემბერი 2024,   23:36
ვრცლად
ხმაური ბათუმში - პოლიციის შენობის წინ დაკავებული გოჩა კოკობინაძისა და გია ფაღავას ახლობლები შეიკრიბნენ

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე პოლიციის სამმართველოს შენობასთან. იქ დაკავებული გოჩა კოკობინაძისა და გია ფაღავას ახლობლები არიან შეკრებილი. მათი თქმით, ახალგაზრდების დაპატიმრება მინდია ოჯახიშვილის ახლობლობას უკავშირდება, რომელსაც რამდენიმე დღის წინ წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ვითარება პოლიციის შენობასთან მას შემდეგ გამწვავდა, რაც სამართალდამცველებმა მინდია ოჯახიშვილის და რამდენიმე წუთით დააკავეს. მომხდარის მიზეზად შეკრებილები დაპატიმრებულების ე.წ. კანონიერ ქურდთან ლავას-ოღლისთან კავშირს ასახელებენ.

დღის ამბები