19 ნოემბერი 2024,   23:25
ვრცლად
ხარვეზები თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციებში - "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ანგარიში

ხარვეზები თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციებში - არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა ქონებრივი დეკლარაციების კვლევის შედეგებს აქვეყნებს. ანგარიშში გამოქვეყნდა, სხვადასხვა თანამდებობის პირთა ჩამონათვალი, რომელთა დეკლარაციებშიც მკვლევარებმა ხარვეზები შენიშნეს. სიაში მოხვდა რამდენიმე თანამდებობის პირი, რომელთა ქონებრივ დეკლარაციებში ხარვეზები შეინიშნება.

დარღვევებია აღმოჩენილი მინისტრების მოადგილეებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებში.

მიუხედავად იმისა, რომ დეკლარაციის სწორად შევსება თანამდებობის პირის პასუხისმგებლობაა, ხშირად საჯარო მოხელეები ხარვეზებს საკუთარი ოჯახის წევრების, ან თანამშრომლების მიერ დაშვებული შეცდომებით განმარტავენ.

დღეს მოქმედი წესების მიხედვით, თანამდებობის პირებს შეუძლიათ თქვან, რომ ხარვეზებით შევსებული დეკლარაცია დაუდევრობის ბრალია. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ დადგინდება, რომ ქონება შეგნებულად დამალეს. ახალი წლიდან საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტი დაემატება, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გაუქმდება და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში თანამდებობის პირები დაჯარიმდებიან.

ავტორი: ლაშა კვესელაძე.

დღის ამბები