ქობულეთში, 2015 წლის 10 მაისს სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 3 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, თუმცა გარდაცვლილების მშობლებისთვის დღემდე ბუნდოვანია, რა მოხდა სასტუმროში.
მშობლები ამბობენ, რომ სასამართლო ძალიან ჭიანურდება. ამასთანავე, 12 სექტემბერს ჩანიშნული პროცესიც გადაიდო. ერთ-ერთი გარდაცვლილის მშობლები საქმეში არსებულ ჩვენებებს დ ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობიან, ამიტომ გამოძიების ახლიდან დაწყებას ითხოვენ. იმავეს ითხოვს კიდევ ერთი გარდაცვლილი ბავშვის მშობელიც.
ოჯახისთვის დაუჯერებელია, რომ სულ 15 წუთში ცეცხლი ისე სწრაფად გავრცელდა, რომ ოთახშიც ვეღარ შეაღწიეს. გარდაცვლილების მშობლები არ იზიარებენ, ექსპერტიზის დასკვნას, ცეცხლის გაჩენის მიზეზის თაობაზეც.
ამ დროისთვის, სისხლის სამართლის პასუხისგებაში ერთი პირია მიცემული. სასტუმროს მეპატრონე ზაზა ართმელაძე, რომელიც სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა.
ოჯახები ამბობენ, რომ არ გაჩერდებიან სანამ არ გაიგებენ ზუსტად რა გახდა მათი შვილების დაღუპვის მიზეზი.
ავტორი: გვანცა სუთიძე.