19 ნოემბერი 2024,   23:21
ვრცლად
ბიზნესმენი გიორგი გურული დამოუკიდებელი მაჟორიტარის კანდიდატის მხრიდან ბიზნესის წილის იძულებით დათმობაზე საუბრობს

ბიზნესმენი გიორგი გურული ზესტაფონის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატის ილია კოკაიას მხრიდან, ბიზნესის წილის იძულებით დათმობაზე საუბრობს. 

შ.პ.ს. დინექს 2002 -ის 50%-ის მფლობელი გიორგი გურული ამბობს, რომ  კომპანიაში წილი, დაპატიმრების მუქარით ამჟამად მაჟორიტარობის კანდიდატმა და მაშინ ფეროს მეწილემ ილია კოკაიამ, ფეროს კიდევ ერთ მეწილე გიორგი კაპანაძესთან ერთად, იძულებით დაათმობინეს, სიმბოლურ თანხად 1000 ლარად. 

კოკაიასა და გურულს შორის სამოქალაქო დავა სააპელაციო სასამართლოშია, თუმცა 2014 წლიდან მოყოლებული ჯერ ერთი სხდომაც არ ჩანიშნულა.

თავად ილია კოკაიას განმარტებით, გურული აქეთ ეწევა გამოძალვას და გაჟღერებულ ბრალდებებს საარჩევნო პროცესს უკავშირებს.

ყოფილი ბიზნეს-პარტნიორების დავების პარალელურად, ზესტაფონში ამბობენ, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი კოკაია ხელისუფლების გარკვეული რგოლების მხრიდან მხარდაჭერით სარგებლობს, რაზეც ირიბად ოცნების ფერებში გადაწყვეტილი მისი საარჩევნო პლაკატებიც მიანიშნებს.

ავტორი: მიშა სესიაშვილი. 

დღის ამბები