ინდური ცეკვის ვარსკვლავები ქართულ სცენაზე - თბილისში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა.
შიგნიდან - ქორეოგრაფიულ-ფილოსოფიურ დადგმა, რომელიც კლასიკური ინდური ცეკვის ტრადიციაა.
ქორეოგრაფისა და მოცეკვავის ადიტი მანგალდასის ცეკვის კომპანიამ, მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ინდური ფილოსოფიით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გახსნა.
56 წლის ცნობილი მოცეკვავე და ქორეოგრაფი ინდური ცეკვის ტრადიციებზე დაყრდნობით ახალ საცეკვაო ენას აფუძნებს.
24 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე თბილისი, თეატრალური სამყაროს ცენტრი გახდება. მსოფლიოს 10 ქვეყნიდან, 15-მდე საერთაშორისო და 35-მდე ქართული წარმოდგენა ქვეყნის სხადასხვა თეატრალურ სცენაზე გათამაშდება.
ავტორი: თაკო მესხი