განახლებული და რეაბილიტირებული აღმაშენებლის გამზირი - მარჯანიშვილის მოედნიდან ზაარბრუკენის მოედნამდე მიმდინარე სამუშაოები დასრულებულია. თბილისის ერთ-ერთ ულამაზეს ისტორიულ ნაწილში მისი გახსნის ცერემონიალი გაიმართა.
დღეს აღმაშენებლის ქუჩის მეორე ნაწილი გაიხსნა და ის საფეხმავლო ქუჩაა. დღესვე, აღმაშენებლის ქუჩაზე ძველი თბილისური გარემო მოეწყო.
სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ კონკრეტულ მონაკვეთზე თბილისის მერიის პროექტ ახალი ტფილისის ფარგლებში ჩატარდა. პროექტის I ეტაპის სამუშაოები 2016 წლის თებერვალში დაიწყო და რეაბილიტაცია სხვადასხვა მიმართულებით მოხდა.
შეგახსენებთ, აღმაშენებლის ქუჩის პირველი ნაწილი 2011 წელს გაიხსნა.
ავტორი: ანანო ბაკურაძე.